წვდომა medici.tv-ზე ილიას უნივერსიტეტისთვის
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 4 დეკემბრამდე შესაძლებლობა გაქვთ უფასოდ ისარგებლოთ medici.tv-ის ბაზით, რომელიც აკადემიური ბიბლიოთეკებისთვის კლასიკური მუსიკის, ოპერის, ცეკვისა და ჯაზის წამყვანი ვიდეო რესურსია.
პლატფორმა 4 500-ზე მეტი ფილმით მსოფლიოში ყველაზე დიდ კატალოგს წარმოადგენს და გთავაზობთ კონცერტებს, ოპერებს, ბალეტებს, დოკუმენტურ ფილმებს, ჯაზსა და მასტერკლასებს ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვეობამდე.
medici.tv ყოველწლიურად 150-ზე მეტ ლაივ ღონისძიებას გადმოსცემს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზებიდან, ფესტივალებიდან და კონკურსებიდან. თითოეული ფილმისთვის შექმნილია სპეციალური სარედაქციო მასალა (სინოფსისები, პროგრამის შენიშვნები, შემსრულებელთა ბიოგრაფიები და სხვა), რისი წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია ფილმის, ნაწარმოების, კომპოზიტორის ან შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია ერთი ღილაკით იპოვოს.
medici.tv-ზე წვდომა შესაძლებელია შემდეგი ბმულების გამოყენებით:
უნივერსიტეტიდან → https://edu.medici.tv/en.
უნივერსიტეტის მიღმა → http://login.ezproxy.iliauni.edu.ge/login?url=https://edu.medici.tv





