ევროპის კულტურის კვირეული
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ და ლიგამუსმა მონაწილეობა მიიღო 2014 წლის 26, 27 და 28 სექტემბერს ევროპის კულტურის კვირეულის ფარგლებში ვაკის პარკში გამართულ ევროპული ლიტერატურის გამოფენაში.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული – 2014“ ჩატარდა ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან
5 ოქტომბრამდე.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და
მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები,
გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.