ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგერის ვაკანსია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკაში კატალოგერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრონულ საინვენტარო ჟურნალში გატარება;
- დიუის ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით კლასიფიცირება;
- ილიაუნის ელექტრონულ კატალოგში აღწერა;
- ტექნიკური დამუშავება;
- როგორც ძირითადი საქმიანობის ნაწილი, ასევე შეიძლება დაევალოს საბიბლიოთეკო ფონდების მოწესრიგება, ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებსა და სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობა.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
- ინგლისური ენის ფლობა (B2-C1 დონე);
- კომპიუტერული პროგრამების MS Word, Excel, PowerPoint, ასევე აკადემიური საძიებო პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კომპეტენციები;
- სასურველია ბიბლიოთეკაში კატალოგერად, კლასიფიკატორად ან სხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინფორმაციის დახარისხების უნარი;
- ინტერნეტში ძიების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათისა (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „კატალოგერი“).
- CV;
- სამოტივაციო წერილი სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს;
- უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია თქვენთან სამსახურებრივი ან საგანმანათლებლო მიმართების მითითებით.
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით.
მე-2 ეტაპი − გასაუბრება (როგორც ქართულ, ასევეინგლისურ ენაზე გაიმართება 26 სექტემბერს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).
მე-3 ეტაპი − წერილობითი დავალების შესრულება (ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი გამოცდა ჩატარდება 1-ელ ოქტომბერს მხოლოდ გასაუბრების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან).
მე-4 ეტაპი − ტრენინგების სესია (მხოლოდ ერთ შერჩეულ კანდიდატთან 7-10 ოქტომბერს).
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.