Journal of Visualized Experiments (JoVE) საცდელი ვადით
გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მიმდინარე წლის 24 აპრილიდან 23 მაისამდე, საცდელი ვადით გთავაზობთ წვდომას ვიდეო რესურსებზე – Journal of Visualized Experiments (JoVE).
JoVE უნიკალური რესურსია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ვიდეო მასალებზე წვდომას, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა კვლევითი მეთოდები და ექსპერიმენტები. JoVE გთავაზობთ ვიდეო მასალებს, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებსა და თანამშრომლებს გაიღრმავონ ცოდნა და უნარები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინჟინერიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და მედიცინაში. სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ვიდეო მასალები რთული კონცეფციებისა და მეთოდების უკეთ გასაგებად, ასევე გამოცდებისა და პროექტების მოსამზადებლად.
JoVE-ზე წვდომისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-პორტალს მისამართზე www.jove.com და შექმნათ ანგარიში თქვენი საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით. სისტემაში შესვლის შემდეგ, საცდელი პერიოდის განმავლობაში, თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ და გამოიყენოთ JoVE-ს ვიდეო მასალების მდიდარი არქივი.