საზაფხულო განრიგი 2024
ძვირფასო მკითხველებო,
საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, იცვლება დარბაზების მუშაობის განრიგი:
- 1 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დროებით წყვეტს მუშაობას ლიტერატურის ოთახი
მის: ჭავჭავაძის გამზირი №32, ლიგამუსის პირველი სართული - 9 სექტემბრამდე დროებით წყვეტს მუშაობას ასლის გადამღები პუნქტები E107 და A 101
- ალექსანდრე ქართველის დარბაზი იმუშავებს ორშაბათი – პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 17:00 საათებში.
მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, T 402
არდადეგების პერიოდში, ჩვეული განრიგით განაგრძობს მუშაობას შემდეგი დარბაზები:
სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი (მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი B401)
ილიას სამკითხველო დარბაზი (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, E 249)
ელექტრონული შეკვეთის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება როგორც ლიტერატურის ოთახის წიგნების, ასევე ალექსანდრე ქართველის დარბაზში განთავსებული რესურსით სარგებლობა.
ალექსანდრე ქართველისა და ლიტერატურის ოთახიდან გატანილი წიგნების დაბრუნება შესაძლებელი იქნება სულხან-საბა ორბელიანისა და ილიას დარბაზებში.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
032 222 00 09
librarian@iliauni.edu.ge
პატივისცემით,
ილიაუნის ბიბლიოთეკა