Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზა
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 1 მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზის ორი მნიშვნელოვანი პროდუქტით: Web of Science და Journal Citation Reports.
აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზის ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელი საქართველოში.
აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია ილიაუნის ბიბლიოთეკის დარბაზებსა და შიდა ქსელის მომხმარებლებისათვის.
Web of Science უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას მსოფლიოს წამყვან 12,000 მაღალიმპაქტფაქტორიან ჟურნალზე, ღია წვდომის ჟურნალსა და 150,000 კონფერენციის მასალაზე. შესაძლებელია, 1900 წლიდან მოყოლებული ძველი და უახლესი მონაცემების მოძიება მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებიდან.
Web of Science -ის საშუალებით შესაძლებელია:
Ø მაღალ იმპაქტფაქტორიანი სტატიების და კონფერენციის მასალების მოძიება.
Ø რელევანტური შედეგების გამოვლენა კვლევასთან დაკავშირებულ დარგებში.
Ø უახლესი ტენდენციების აღმოჩენა, რაც ხელს უწყობს წარმატებული კვლევის წარმოებას.
Ø მაღალი ციტირების მაჩვენებლის მქონე პოტენციური თანამშრომლების იდენტიფიკაცია.
Ø ძიების, წერის და ბიბლიოგრაფიის შედგენის პროცესების ინტეგრაცია.
Journal Citation Report გვთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების სისტემურ, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას ციტირების მონაცემების საფუძველზე. სტატიებში წყაროების მითითებების ციტირებებზე დაყრდნობით, ჟურნალების ციტირების მონაცემების (JCR) ბაზა ზომავს ჟურნალების კვლევით მნიშვნელობასა და იმპაქტს, აჩვენებს მიმართებას ციტირებულ ჟურნალსა და იმ ჟურნალებს შორის, სადაც ხდება ციტირება. ხელმისაწვდომია მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა გამოცემებში.
ჟურნალის ციტირების მონაცემების ბაზა იძლევა შესაძლებლობას:
Ø ბიბლიოთეკარებისათვის: დაასაბუთონ და შეაფასონ ბიბლიოთეკის კვლევითი ინვესტიციები.
Ø ავტორებისა და რედაქტორებისათვის: მოახდინონ მათთვის ყველაზე უფრო შესაფერისი გავლენიანი ჟურნალის იდენტიფიცირება სტატიის გამოსაქვეყნებლად.
Ø მკვლევრებისათვის: მოიძიონ საკითხავი ლიტერატურა შესაბამის სფეროში.
Ø ინფორმაციის ანალიტიკოსებისათვის: გამოავლინონ ბიბლიომეტრული მოდელები და ციტირების ტენდენციები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მონაცემები 2006 წლიდან დღემდე.
ასევე გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს Thomson Reuters-ის მონაცემთა ბაზითა და ყველა იმ რესურსით, რომელსაც ფლობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.