ახალი ელ.ბაზა – PsycINFO
ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2014 წლის მარტიდან გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული ბაზით – PsycINFO.
Pscyinfo – მოიცავს სამეცნიერო ჟურნალებს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით ფსიქოლოგიის, მედიცინის, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, სულ 3,6 მილიონზე მეტ ჩანაწერს. ელექტრონული ბაზა შეიქმნა American Psychological Association – მიერ და მისი განახლება ხდება ყოველკვირეულად. ელექტრონული ბაზა საშუალებას აძლევს მკვლევარებს მოიძიონ დარგში არსებული ლიტერატურა და დაუკავშირდნენ უშუალოდ გამომცემლებს.
მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ინდექსირებული ჩანაწერი გადის მკაცრ კონტროლს დარგის სპეციალისტების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის PsycInfo-ს ერთადერთი ავტორიზებული მომხმარებელი საქართველოში.
ამ ეტაპზე, ბაზაზე წვდომა შეგიძლიათ ილიას უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე.