შესარჩევი ტურის შედეგები (ICT)
დასრულდა 2011 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით შემოსული განცხადებების განხილვა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანა 73-მა კანდიდატმა.
კონკურსის პირველ ეტაპზე დაგეგმილ დავალებაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულია 51 კანდიდატი. ნუსხა იხილეთ აქ.
პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაო
თარიღი: 16 სექტემბერი, 2011 წ.
ზუსტი დრო:
11:00 სთ. – რეგისტრაციის დაწყება
11:20 სთ. – რეგისტრაციის დასრულება
11:30 სთ. – გამოცდის დაწყება
13:00 სთ. – გამოცდის დასრულება.
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი C 305, C 306 და C 307
აუცილებელი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
გაფრთხილება:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის გარეშე კანდიდატები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
- კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 11:20 საათისა.
- დაგვიანებული კანდიდატები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
გისურვებთ წარმატებებს!