ბიბლიოთეკის საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტის თანამშრომლი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკის საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტის თანამშრომლის თანამდებობაზე 2011 წლის 12 იანვრიდან.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაცია, საბიბლიოთეკო ფონდში მიმდინარე პროცესების ეფექტურად მართვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. საინვენტარო ჟურნალების ელექტრონული ვერსიები უზრუნველყოფს ფონდების მოძრაობის, რე-ინვენტარიზაციის, ჩამოწერის მარტივ და სწრაფ განხორციელებას.
სამუშაო დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
სამუშაო დრო: თავისუფალი გრაფიკი.
ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: სრულ განაკვეთზე -530 ლარი, ნახევარ განაკვეთზე – 260 ლარი.
ძირითადი მოვალეობები
- ხელნაწერი საინვენტარო ჟურნალის ანალოგიური ელექტრონული ვერსიის მომზადება გაწერილი ინსტრუქციის შესაბამისად;
- საინვენტარო ჟურნალის მონაცემების შედარება ბიბლიოთეკის არსებულ ფონდთან.
განათლება და კომპეტენციები
- ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი;
- ინფორმაციის დახარისხების უნარი;
- ყურადღების დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- ინტერნეტში ძიების უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივაციის მაღალი დონე;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის კარგად განვითარებული უნარი.
კონკურსის ჩატარების ფორმატი
I ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
II ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
III ეტაპი – გასაუბრება;
IV ეტაპი – ტრენინგები;
V ეტაპი – საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.
კონკურსის ჩატარების ვადები:
31.01.11 – საბუთების მიღების დასრულება;
4.02.11 – პირველი ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
10. 02.11 – მეორე ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
14.02.11 – გასაუბრება;
17.02.11 – შედეგების გამოცხადება;
21.02.11 – ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისთვის;
28.02.11 – საბოლოო შედეგების გამოცხადება.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ შესახებ (სასურველი ვაკანტური თანამდებობის, სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო გრაფიკის მითითებით);
- CV;
- მოტივაციის წერილი.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შესაბამისი დოკუმენტების ნუსხა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
საინფორმაციო შეხვედრა კონკურსის შესახებ გაიმართება 2011 წლის 18 იანვარს 17:00 საათზე. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია.