ინფ. წიგნიერების კონკურსი
I. შესავალი – ინფორმაცია ”ინფორმაციული წიგნიერების” შესახებ
კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი წლის სტუდენტებისათვის.
კურსი მიზნად ისახავს კომპიუტერულ ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, დამუშავებისა და გამოქვეყნების საბაზისო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
კურსი მიეკუთვნება სავალდებული საგნების ნუსხას, გრძელდება ერთ სემესტრის განმავლობაში და მოიცავს 15 ერთეულ ორსაათიან სალექციო და ლაბორატორიული სამუშაოების ციკლს.
კურსის სწავლება/სწავლის პროცესი ეფუძვნება კონსტრუქტივიზმის თეორიის ძირითად პრინციპებსა და იყენებს “სწავლა კეთებით” მოდელს.
”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზისო კურსის” განმავლობაში, სტუდენტები სწავლის შედეგად შეძლებენ:
ინფორმაციის საჭიროების, ბუნებისა და ტიპების იდენტიფიცირებას;
კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციის იდნეტიფიცირებას;
საჭირო ინფორმაციის მოპოვებას ყველა სახის ინფორმაციის საცავებში, ეფექტური ტექნიკის გამოყენებით;
ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასებას; შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირებას საკუთარ ცოდნისა და ღირებულებათა სისტემაში;
ინფორმაციის ეთიკურ და სამართლებრივ გამოყენებას.
კურსი ისეა აგებული, რომ თითოეულ ლექციაზე სტუდენტი იღებს კონკრეტულ ცოდნას და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ახდენს მიღებული თეორიული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენციის განვითარებას.
კურსის ბოლოს სტუდენტი, სწავლის დაწყების პროცესში შერჩეულ აქტუალურ საკითხზე, ჩატარებული კვლევის შედეგებს წარმოადგენს ვებ-პროქტის (ვებ-გვერდის ან ბლოგის) სახით და მოახდენს მის პრეზენტაციას.
II. სამუშაოს აღწერა:
ლექტორი კვირის განმავლობაში თითოეულ ჯგუფთან ატარებს 2 საათიან სალექციო-ლაბორატორიულ მუშაობას, რომელიც მოიცავს სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
ლექტორი პერიოდულად ახდენს საკუთარი საქმინაობის ანგარიშგებას. მონაწილეობს კურსის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამართულ შეხვედრებში .
სამუშაო დატვირთვა არ აღემატებოდეს კვირაში 6 საათს/3 ჯგუფს.
1 საათის ანაზღაურებაა 12,5 ლარი (დაბეგვრით).
III. კომპეტენცია:
1. ინფორმაციის მართვის კომპეტენცია:
1. ინფორმაციის საჭიროების, ბუნებისა და ტიპების იდენტიფიცირება;
2. საჭირო ინფორმაციის ეფექტური მოძიება, წვდომა და დამუშავება;
3. ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასება და შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილებასთან
4. ინდივიდუალურად ან როგორც ჯგუფის წევრმა გამოიყენოს ინფორმაცია დასახული/სპეციფიკური ამოცანის განსახორციელებლად.
5. ინფორმაციის ეთიკური და სამართლებრივი გამოყენება, მასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური საკითხების გამოყენება და გააზრება.
2. ტექნოლოგიური კომპეტენცია:
1. ინტერნეტ-ტენდენციების ზოგადი ცოდნა და გაცნობიერება;
2. ინტერნეტ-სერვისების, მათ შორის საუნივერსიტეტო ინტერნეტ-სერვისების (ელფოსტა, კალენდარი, დოკუმენტსერვისი…) გამოყენება
3. პედაგოგიური კომპეტენცია:
1. გადმოცემის უნარი;
2. კომუნიკაციის უნარი;
3. მოტივირების უნარი;
4. ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლება-სწავლის სტრატეგიების ფლობა;
4. ზოგადი უნარები
1. ინოვაციურობა და შემოქმედებითობა;
2. საჭიროებების იდენტიფიცირების უნარი;
3. სისტემური ხედვა;
4. თვითიდენტიფიცირებული პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
5. დროის ეფექტური მენეჯმენტი;
6. შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების/ანგარიშგების უნარი
7. გუნდში მუშაობის უნარი
IV. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
2. CV;
3. კვლევითი ვებ-პროექტი, რომელიც წარმოაჩენს კონკურსანტის მიერ კვლევაში ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციებს (იხ. ვებ-პროექტის შეფასების კრიტერიუმები).
V. კონკურსის ჩატარების ფორმატი:
პირველი ეტაპი: დოკუმენტების მიხედვით კანდიდატთა შერჩევა
ფორმა/საშუალება
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დამუშავება და პირველ ეტაპზე გასული კანდიდატების ნუსხის დადგენა.
მეორე ეტაპი – პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაო
მიზანი:
არასტანდარტულ გარემოში ინფორმაციის მართვისა და ტექნოლოგიების სფეროში მოთხოვნილი კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენების გამოვლენა-გადამოწმება;
ფორმა/საშუალება:
კონკურსანტებს ადგილზე ეძლევათ კონკრეტული ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას კურსის სილაბუსით (იხ. კურსის სილაბუსი) გათვალისწინებული საკითხებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ადგილზე ვებ-გვერდის ან ბლოგის შექმნას, ასევე სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენებით ბიბლიოგრაფიის შედგენას.
დავალების შესრულების დრო: 90 წთ.
მესამე ეტაპი – დაგეგმა-პრეზენტირება
მიზანი:
პედაგოგიური კომპეტენციების, ასევე, პრეზენტაციისა და კომუნკიკაციის უნარების გამოვლენა.
ფორმა/საშუალება:
კონკურსანტს ეძლევა კონკრეტული საკითხი სილაბუსიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს ერთ სალექციო-ლაბორატორიულ სამუშაოს. წინასწარ მიცემული ქარგის მიხედვით ახდენს დოკუმენტირებასა და საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით წარმოდგენას. პრეზენტირების დრო 5 წთ (იხ. სასწავლო გეგმის ნიმუში, სასწავლო გეგმისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები).
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხ. ბმული.
VI. საინფორმაციო შეხვედრა
კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 11 და 12 იანვარს, 18:00 საათზე.
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3-5 (ყოფილი უცხო ენათა ინსტიტუტი, ვაკის პარკის პირდაპირ) მე-3 სართული, E – 322
VII. ვადები:
6. 01.11 – კონკურსის გამოცხადება
30.01.11 – საბუთების მიღების დასრულება
04.02.11 – პირველი ეტაპი – დოკუმენტების მიხედვით კანდიდატთა შერჩევა
07.02.11 – მეორე ეტაპი – პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაო
10.02.11 – მესამე ეტაპი – დაგეგმვა -პრეზენტირება
14.02.11 – შედეგების გამოცხადება
17.02.11- ტრენინგები შერჩეული ლექტორებისათვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოგზავნეთ მისამართზე: info@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2011 წლის 30 იანვრისა.
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.