შემაჯამებელი ღონისძიება
2010 წლის 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის ’’ სტუდენტური დასაქმება ბიბლიოთეკაში’’ დასრულების შემაჯამებელი ღონისძიება. (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყშვილის #3–5, კორპუსი E, პირველი სართული, უნიფუდი.)
ღონისძიების ფარგლებში, ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე სტუდენტებს გადასცემენ სერტიფიკატებს.გაიმართება პრეზენტაციები, სადაც სტუდენტები ბიბლიოთეკაში მუშაობის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ აუდიტორიას. ასევე, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ისაუბრებენ პროექტის შედეგებსა და სტუდენტების მიღწევებზე.