პროფესორ-მასწავლებელთა წიგნების გამოფენა
ილიაუნის ბიბლიოთეკამ “საბიბლიოთეკო კვირეული 2014”-ის ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გამოცემული ნაშრომებისა და თარგმნილი ლიტერატურის გამოფენა მოაწყო. წარმოდგენილ იქნა ილიაუნის 34 პროფესორის მიერ მოწოდებული 162 დასახელების სხვადასხვა მიმართულების გამოცემა.
პროფესორებს გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი საბიბლიოთეკო კვირეულში მონაწილეობისა და წიგნიერების ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ამ ღონისძიებით ილიაუნის ბიბლიოთეკა შეუერთდა წიგნიერების წელს, რომლის მთავარი მიზანიც არის წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და წიგნის როლის გააქტიურება საზოგადოებაში.