ვორკშოპი „საბიბლიოთეკო ერთეულების კატალოგირება: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“
ყოველწლიური საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ბიბლიოთეკის კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება 26 აპრილს ატარებს ვორკშოპს „საბიბლიოთეკო ერთეულების კატალოგირება: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“.
ვორკშოპის მიზანია გამოწვევების ანალიზი და მათი გადაჭრის გზების ძიება ამ დარგის სხვა მოწინავე ინსტიტუციების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და განხილვის გზით; კკგ-ს მიერ MARC21 ფორამტსა და RDA წესებთან დაკავშირებული გამოცდილების სხვა ბიბლიოთეკებისთვის გაზიარება; სამომავლო თანამშორმლობის განვითარება-ჩამოყალიბება ილიას (ისუ) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების (თსუ) ბიბლიოთეკებს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბიოთეკასა (სპებ) და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას (ესბ) შორის კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციების განყოფილებების გამოცდილებისა და პრობლემების გაზიარების მიზნით.
რეგულარული ღონისძიება ამჯერად გაიმართება გაფართოებული ფორმატით და მასში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ განყოფილების თანამშრომლები, არამედ თსუ-ს, ეროვნული სამეცნიერო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგერებიც.