ვაკანსია – ბიბლიოთეკარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მკითხველის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურებით უზრუნველყოფა;
- მკითხველისთვის კეთილგანწყობილი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
- საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა;
- მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
- მკითხველის საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში კონსულტირება;
- მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარება;
- ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ ანოტაციების შედგენა;
- ცირკულაციის წესების შესაბამისად მოქმედება;
- ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე;
- ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint), Google სერვისები.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოტივირებულობა
- ინფორმაციის დახარისხების უნარი
- ინტერნეტში ინფორმაციის ძიების უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი:
- სრული (კვირაში 40 საათი): ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 17:00 სთ;
- არასრული განაკვეთი (28 საათი): ორშაბათი -პარასკევი 17:00-21:00 სთ, შაბათი -10:00-18:00 სთ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გამოაგზავნოთ:
- CV ფოტო სურათით.
- სამოტივაციო წერილი – სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს.
- უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ორი რეკომენდატორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:
- წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით აუცილებლად ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი. სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს;
- უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ორი რეკომენდატორი (ასეთების არსებობის შემთხვევაში).
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 7 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ „ბიბლიოთეკარი“.
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე library@iliauni.edu.ge
გისურვებთ წარმატებას.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.