ცვლილება დარბაზების განრიგში

ძვირფასო მკითხველებო,
გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკის დარბაზები ჩვეული განრიგით იმუშავებს 31 დეკემბრის 18:00 საათამდე. მუშაობას კი განაახლებს 8 იანვრიდან.
27 დეკემბერს ყველა დარბაზები იმუშავებს 18:00 საათამდე.
რაც შეეხება კომპიუტერულ რესურცენტრებს:
– 26 დეკემბრიდან ასლის გადაღების სერვისი დროებით წყვეტს მუშაობას. თუმცა აღნიშნულ დარბაზებში კომპიუტერებით სარგებლობა შესაძლებელია 30 დეკემბრის ჩათვლით.
ილიაუნის ბიბლიოთეკა გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!