წვდომა სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე – HINARI
ძვირფასო მეგობრებო,
გაცნობებთ, რომ 2018 წლის მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე HINARI.
HINARI მოიცავს ბიომედიცინისა და სხვა მომიჯნავე დარგების ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალებს. 2002 წელს დაფუძნებული ელექტრონული ბაზა დღეისათვის აერთიანებს 15000-ზე მეტ საინფორმაციო რესურსს 150 გამომცემელი პარტნიორისაგან. მას კოორდინირებას უწევს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WTO).
აღნიშნულ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხისა და წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.