წვდომა სამეცნიერო ბაზაზე HeinOnline
2022 წლის 11 ივლისის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – HeinOnline.
HeinOnline წარმოაჩენს სამართლის განვითარების ისტორიას 1800 დასახელების პერიოდული ჟურნალების საშუალებით; ამასთან ერთად, HeinOnline მოიცავს კონგრესის ჩანაწერებს, ერთა ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებების სერიებს, ფედერალური რეესტრის არქივს 1936 წლიდან.
HeinOnline გთავაზობთ დოკუმენტების ბეჭდური ფორმატის ზუსტ გამოსახულებებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ცხრილი, გრაფიკი, სურათი, ხელნაწერები თუ ფოტოსურათები მოცემულია ორიგინალში. ეს მახასიათებლები, გამოსახულებაზე დაფუძნებულ PDF ფორმატის საძიებელთან ერთად, უნიკალურს ხდის ამ ელექტრონულ ბაზას – შეიცავს რა დოკუმენტებს მათი თავდაპირველი მდგომარეობით.
აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია მოცემულ ბმულებზე: