წვდომა ლექსიკონზე – Oxford English Dictionary
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონის ელექტრონული ვერსია – Oxford English Dictionary
Oxford English Dictionary – ინგლისური ენის ლექსიკონი, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა გამოსცემს. მისი პირველი ვერსია ბეჭდური სახით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოიცა, ხოლო 1988 წელს ელექტრონული ვერსია გახდა ხელმისაწვდომი. ამჟამად შესაძლებელია ლექსიკონის მესამე განახლებული ვერსიის გამოყენება. მასზე მუშაობა 2018 წელს დასრულდა. მოცემული ლექსიკონი ერთგვარად ასახავს ინგლისური ენის განვითარების ისტორიას და სიტყვების განმარტების სხვადასხვა ვარიანტს წარმოგვიდგენს.
ლექსიკონით სარგებლობისთვის, გთხოვთ, გახსნათ ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი და ჩამონათვალში მოძებნოთ Oxford English Dictionary.
ლექსიკონით სარგებლობა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე, კამპუსის მიღმა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: librarian@iliauni.edu.ge / library@iliauni.edu.ge