ტრენინგი – Information Tools for Modern Scholar: The Web of Science and Related Resources
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით 2018 წლის 21 მარტს, 16:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზის Clarivate Analitycs (ყოფილი Thomson Reuters) წარმომადგენლებთან თემაზე – Information Tools for Modern Scholar: The Web of Science and Related Resources.
ტრენინგს გაუძღვება Clarivate Analitycs სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევების დეპარტამენტების სპეციალისტი ბ-ნი ვალენტინ ბოგოროვი.
აღნიშნული ტრენინგი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტურის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ტრენინგზე დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია ამ ბმულზე
შეხვედრის დრო: 21 მარტი 16:00-18:00 საათი.
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, მეორე სართული).
სამუშაო ენა: ინგლისური