Taylor and Francis Online საცდელი ვადით
სამეცნიერო ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვლიდან ამავე წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა Taylor and Francis Online.
Taylor and Francis Online აერთიანებს 1700 დასახელების ჟურნალს, რომელიც ფარავს, როგორც სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებს, ისე ტექნოლოგიების მიმართულებებს.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისთვის მიჰყევით ბმულს
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან და მასზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე თვის ბოლომდე.
აღნისნულ რესურსთან დაკავშირებით ველით თქვენს შეფასებებს, რათა მოხდეს მათი გათვალისინება, შემდგომში შესყიდვის მიზნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.