სტუდენტური დასაქმების პროექტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ყოველწლიურად აცხადებს სტუდენტთა სტაჟირების პროექტს.

სტაჟირება მიზნად ისახავს:

  • სტუდენტების ჩართულობას საბიბლიოთეკო საქმიანობაში;
  • ბიბლიოთეკის შიდა სამუშაოების სპეციფიკის გაცნობასა და მასში მონაწილეობის მიღებას;
  • გუნდურობის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

სტუდენტების მიერ შესასრულებელ ძირითად საქმიანობებს წარმოადგენს:

  • მკითხველებთან ურთიერთობის პროცესში თანამშრომელთა დახმარება;
  • საბიბლიოთეკო ფონდების გადაადგილებაში მონაწილეობა;
  • საბიბლიოთეკო ერთეულების აღწერა და ელექტრონიზაცია;
  • საბიბლიოთეკომედიების ტექნიკური დამუშავება;
  • ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა.

სტაჟირების პროცესი  ხორციელდება  სამ ეტაპად: I. საინფორმაციო შეხვედრა; II.  ტრენინგები ბიბლიოთეკის ძირითადი საქმიანობის შესახებ; III. პრაქტიკა

ბანერები

Facebook
Library