ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ყოველწლიურად აცხადებს სტუდენტთა სტაჟირების პროექტს.
სტაჟირება მიზნად ისახავს:
- სტუდენტების ჩართულობას საბიბლიოთეკო საქმიანობაში;
- ბიბლიოთეკის შიდა სამუშაოების სპეციფიკის გაცნობასა და მასში მონაწილეობის მიღებას;
- გუნდურობის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.
სტუდენტების მიერ შესასრულებელ ძირითად საქმიანობებს წარმოადგენს:
- მკითხველებთან ურთიერთობის პროცესში თანამშრომელთა დახმარება;
- საბიბლიოთეკო ფონდების გადაადგილებაში მონაწილეობა;
- საბიბლიოთეკო ერთეულების აღწერა და ელექტრონიზაცია;
- საბიბლიოთეკომედიების ტექნიკური დამუშავება;
- ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა.
სტაჟირების პროცესი ხორციელდება სამ ეტაპად: I. საინფორმაციო შეხვედრა; II. ტრენინგები ბიბლიოთეკის ძირითადი საქმიანობის შესახებ; III. პრაქტიკა
ბანერები