“შრომების” გაციფრება

ილიაუნის ბიბლიოთეკაში დაცულია 1941 წლიდან 2006 წლის ჩათვლით შემდეგი პერიოდული გამოცემებები, რომელიბიც ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სახელს უკავშირდება და მოიცავს მათემატიკის, ენათმეცნიერების, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, ისტორიისა და პედაგოგიკის მიმართულებას:

  • ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტის შრომები (1941-1943);
  • ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები (1947-1973);
  • საინსტიტუტთაშორისო სამეცნიერო შრომათა კრებული [1982-1988];
  • საქართველოს სსრ პედაგოგიური ინსტიტუტების შრომები [1981-1988];
  • ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული [1983-1988].

9-წლიანი ინტერვალის შემდეგ გამოიცა:

  • სულხან-საბას ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის შრომები (1997-2006);
  • პრომეთე (2002-2006).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ, როგორც ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სამართალმემკვიდრემ, აღნიშნული შრომებისა და პერიოდული გამოცემების გაციფრების პროექტი დაიწყო 2015 წელს.

პროექტის დასაწყისში გასაციფრებლად შეირჩა შრომების ის კრებულები, რომელებიც ელექტრონულ  კატალოგში არ იყო აღწერილი .

ამ ეტაპისთვის გაციფრებულია:

  • ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები (1947-1973);
  • საინსტიტუტთაშორისო სამეცნიერო შრომათა კრებული [1982-1988].
ბანერები

Facebook
Library