სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – IOP Science
ძვირფასო სამეცნიერო ბაზების მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – IOP Science.
IOP Science – აერთიანებს 70-ზე მეტი დასახელების ჟურნალს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, უფრო კონკრეტულად, სტატიების უმრავლესობა მოიცავს ოპტიკური, ატომური და მოლეკულური ფიზიკის საკითხებს.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისთვის მიჰყევით ბმულს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.