სამაგისტრო ნაშრომებზე წვდომის შესახებ
ბიბლიოთეკის ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ილიას დარბაზში დღეიდან ხელმისაწვდომია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული სამაგისტრო ნაშრომების უმრავლესობა. მათი გაცნობა შესაძლებელია ელექტრონულ ფორმატში სპეციალურად გამოყოფილი კომპიუტერის საშუალებით, საავტორო უფლებების დაცვის შესაბამისად.
აქვე გაცნობებთ, რომ ეტაპობრივად მოხდება სხვა ნაშრომების დამატებაც.
მის: ჩოლოყაშვილის 3-5, E კორპუსი, მეორე სართული