პრობლემის აღწერა
2006 წელს ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად შექმნილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა მასში გაერთიანებული ინსტიტუტების საბიბლიოთეკო ფონდების სამართალმემკვიდრე. ბიბლიოთეკას შეუერთდა ასევე ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკა. ელექტრონული კატალოგის დანერგვის შემდეგ საჭირო გახდა აღნიშნული ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაცია ფონდების უკეთ მართვის მიზნით.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაერთიანებული ფონდების საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაცია-გაციფრების საშუალებით საინფორმაციო რესურსების ორგანიზების, აღრიცხვის, წვდომისა და ჩამოწერის პროცესების ხელშეწყობა.
ადამიანური რესურსები
2011 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის საშუალებით შეირჩა 10 თანამშრომელი, რომლებსაც დაევალათ ბიბლიოთეკაში გაერთიანებული ფონდების საინვენტარო ჟურნალების შინაარსის გადატანა excel-ის ფორმატში. პროექტში ჩართულ თანამშრომელთა რიცხვი ეტაპობრივად შემცირდა. დღეისათვის დიგიტალიზაცია-გაციფრების სამუშაოებს ასრულებს ერთი თანამშრომელი.
განხორციელებული საქმიანობები
- კონკურსის გამოცხადება, ჩატარება და დასაქმებულ თანამშრომელთა ტრენინგი;
- ილიაუნის ბიბლიოთეკაში გაერთიანებული ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების იდენტიფიცირება და თავმოყრა;
- ანგარიშგების, ასევე მონიტორინგის და შეფასების სისტემის შემუშავება. გაციფრების პროცესის დაწყება.
მიღწეული შედეგები
2015 წლის მდგომარეობით დასრულებულია უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წიგნადი ფონდების საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაციის პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკის (ახლანდელი ი. გოგებაშვილის დარბაზი) ჟურნალების ელექტრონული ფაილების შექმნა. ამ ეტაპისთვის გაციფრებულია სულ 520 საინვენტარო ჟურნალი.