ბიბლიოთეკის რესურსებისა და სერვისების განვითარებისა და განახლების მექანიზმები
- უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, სასწავლო პროგრამების სილაბუსებით გათვალისწინებული შესაბამისი დარგობრივი და თანამედროვე ლიტერატურის იდენტიფიცირება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- კვლევითი ინსტიტუტების მიერ შესაბამის დარგში უახლესი გამოცემების მოძიება, რომლის წიგნად ფონდში ხელმისაწვდომობასაც ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს;
- საკითხავი და სასწავლო მასალის ,,რიდერების” დამზადება. ,,რიდერი” მზადდება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით. ნაბეჭდი ,,რიდერი” ხელმისაწვდომია სამკითხველო სივრცეებში, ხოლო ელექტრონული – სპეციალურ პორტალზე, რომელზეც წვდომა მხოლოდ საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტის გამოყენებითაა შესაძლებელი. ,,რიდერის” დამზადება ხდება პროფესორის ან კურსის ხელმძღვანელის მომართვის საფუძველზე, საავტორო უფლებების სრული დაცვით;
- ფაკულტეტების, სკოლებისა და კვლევითი ინსტიტუტების მოთხოვნის საფუძველზე საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომის უფლების შესყიდვა;
- სასწავლო პროგრამების სააკრედიტაციოდ მომზადების პროცესში და მათი ხარისხის გარე შეფასებისას ექსპერტებისგან მიღებული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საინფორმაციო რესურსის შესყიდვა;
- მკითხველთა მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე, ხშირად მოთხოვნადი წიგნების პერიოდული შესყიდვა და ერთეულების გამდიდრება;
- სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მხრიდან საუნივერსიტეტო სერვისების ყოველწლიური შეფასების შედეგებზე დაყრდონით კონკრეტული სერვისების გაუმჯობესება.