წიგნის გამოწერისა და სარგებლობისთვის შესაძლებელია,
- პირდად მიმართოთ ბიბლიოთეკარს
წიგნის მოთხოვნიდან არა უმეტეს 30 წუთისა, თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველი ლიტერატურის შესახებ, კერძოდ,
- ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
- შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
- რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
- სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
- თუ წიგნი არ არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ თუ არა ბიბლიოთეკათშორისი სერვისით მისი მიღება;
- იმ შემთხვევაში თუ წიგნი არ მოიპოვება ჩვენს პარტნიორ ბიბლიოთეკებში, სად შეგიძლიათ მისი მოძიება.
- შეუკვეთოთ ელექტრონულად
წიგნის ელ. შეკვეთისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წიგნის ავტორი და სათაური ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა. ქართულენოვანი ლიტერატურის ელ. შეკვეთისას კი, გამოიყენოთ ქართული უნიკოდი – Sylfaen.
- შეკვეთის გაკეთებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას წიგნისხელმისაწვდომობის შესახებ;
- დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში;
- სასურველია, წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმატში ზუსტად მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება;
- იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში;
- ილიაუნის ელ. კატალოგში ლიტერატურის მოძიების გაიდი იხილეთ აქ.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: librarian@iliauni.edu.ge
ბანერები