„რიდერების” დამზადების წესი

I. რიდერის დანიშნულება

რიდერი – სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის მზა კრებული არის ყველაზე სწრაფი და მოხერხებული საშუალება სასწავლო კურსისთვის სავალდებულო საინფორმაციო რესურსების (წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული რესურსი და ა.შ.) ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

რიდერი მზადდება იმ მასალებით, რომლებიც მითითებულია სასწავლო კურსის სილაბუსში ძირითად ლიტერატურად და არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაში.

რიდერის დასამზადებლად ბიბლიოთეკას საავტორო უფლებების დაცვის მიზნით შეუძლია გამოიყენოს ერთი საინფორმაციო რესურსის მხოლოდ 40%.

II. პასუხისმგებლობა რიდერის დამზადებაზე

ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რიდერის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიის მომზადებას და განთავსებას ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეში.

III. რიდერის ხელმისაწვდომობა

  • რიდერის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია სასწავლო კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის ონლაინ სივრცეში.
  • რიდერის ნაბეჭდი ასლი ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის დარბაზებში.
  • მსურველს შეუძლია შეუკვეთოს პირადი ასლი print.library@iliauni.edu.ge

IV. რიდერის ბეჭდური ვერსიის რაოდენობა

ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია რიდერის ბეჭდური ვერსიის მინიმუმ ერთი ასლი + კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობის 10%.

V. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა

ბიბლიოთეკაში სასწავლო რესურსის არარსებობის შემთხვევაში სასწავლო კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი:

  1. ავსებს ფორმას და აწვდის ბიბლიოთეკას რიდერის დამზადებისთვის აუცილებელ მასალას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით;
  2. ასლებისა ან დასკანირებული გვერდების წარმოდგენისას აწვდის ბიბლიოთეკას ხარისხიან (მკვეთრ, გამართულ) მასალას;
  3. ფორმაში მიუთითებს მოსამზადებელი მასალის შემდეგ მონაცემებს (კურსის ხელმძღვანელის სახელი/ გვარი, კურსის დასახელება,სწავლების საფეხური, დასამზადებელი მასალის მოცულობა: საწყისი და ბოლო გვერდი, მაგ.: გვ. 6 – გვ.37);
  4. აწვდის ბიბლიოთეკას მასალას შესაბამისი კურსის დაწყებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
  5. იცავს შეთანხმებულ ვადებს;
  6. აცნობს სტუდენტებს რიდერის ხელმისაწვდომობის გზებსა და საშუალებებს.

რიდერის დასამზადებლად შესავსები ელექტრონული ფორმა

ბანერები

Facebook