ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ კოლექციაში დაცული 2004 წელს იუნესკოს მოსკოვის ოფისის პროექტით შექმნილი ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექციის პოპულარულ ციფრულ ფორმატებში გადაყვანისა და ნორმალიზაციის პროექტი

2014 წლიდან კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო  ბიბლიოთეკამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურმა. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ კოლექციაში დაცული 2004 წელს იუნესკოს მოსკოვის ოფისის პროექტით შექმნილი ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცის პოპულარულ ციფრულ ფორმატებში გადაყვანისა და ნორმალიზაციის პროექტი.

აღნიშნული პროექტი საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს კოლექციაში დაცული ლიტერატურული ნაწარმოებებს გაეცნოს და მათზე იმუშაოს სხვადასხვა სახის თანამედროვე საკითხავ მოწყობილობებში (მაგ: Kindle, Nook , Android და ა.შ.).

ამ დროისთვის ჩატარებულია შემდეგო მოცულობის სამუშაო:

  • შექმნილია 93 ერთეული ელექტრონული წიგნი, ePUB-ფორმატში. წიგნები დახარისხებულია ავტორების მიხედვით და შეიცავს საჯაროდ წარმოდგენილი ნაშრომების კრებულებს;
  • ბიბლიოთეკა მოიცავს პერიოდს V საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით. მხოლოდ იმ საჯარო დოკუმენტებს, რომლებზეც საავტორო უფლებების გავრცელება შეწყვეტილია;
  • ელ. წიგნები ტექნიკურად დამუშავებულია
  • შემუშავებულია ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექციის გრაფიკული დიზაინი;
  • არსებული ციფრული წიგნები გადაყვანილია სხვადასხვა პოპულარულ ციფრულ ფორმატში (ePUB, MOBI, PDF და ა.შ.);

პროექტის ფარგლებში დარჩენილია შემდეგი სამუშაოს ჩატარება:

  • არსებული ციფრული ფორმატების ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსება.

შესაძლო სამუშაოთა სია, რომელიც მესამე ეტაპზე შესაძლოა იყოს შესრულებული:

  • XX საუკუნის ავტორების ნაწარმოებების ციფრული კოლექციის შექმნა საავტორო უფლებების მატარებელ პირებთან/ორგანიზაციებთან ოფიციალური შეთანხმების შემდგომ.
ბანერები

Facebook