სიახლე ბიბლიოთეკაში – ლეპტოპებით სარგებლობა
ძვირფასო სტუდენტებო,
სამკითხველო დარბაზებში უკვე შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ლეპტოპებით სარგებლობა!
თუ დავალების მომზადება ან ტექსტებზე მუშაობა გჭირდებათ, მაგრამ არ გაქვთ კომპიუტერი, ჩვენი ლეპტოპით წინასწარი დაჯავშნის შემდეგ, მხოლოდ დარბაზში რამდენიმე საათით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
🔹 ლეპტოპები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:
📍 ლიტერატურის ოთახი – ი. ჭავჭავაძის #32, ,,ლიგამუსის“ პირველი სართული
📍 სულხან–საბას სამკითხველო დარბაზი – ი. ჭავჭავაძის #32, B401
📍 ილიას სამკითხველო დარბაზი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5, E249
📍 ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5, T402
💻 სერვისით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ ლეპტოპი: https://booking.iliauni.edu.ge/
🔎 აქვე შეგიძლიათ იხილოთ დაჯავშნის ინსტრუქცია.
⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
✔️ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ პირებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს).
✔️ ერთი პირი ერთი დღის განმავლობაში ლეპტოპით მაქსიმუმ 4 საათით ისარგებლებს.
📚💡 გისურვებთ წარმატებებს!