მიზანი: ილიაუნის ფონდის ანოტირების გზით, ხელი შეეწყოს ბიბლიოთეკაში დაცული ნაბეჭდი და ციფრული რესურსების იმგვარად აღწერას, რომ მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნას ნაშრომის ავტორზე, შინაარსზე, ძირითად დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.
პროექტი 2014 წლის 24 ნოემბერს დაიწყო და ბიბლიოთეკის სერვისებისა და კატალოგიზაციის განყოფილების ერთობლივ საქმიანობას წარმოადგენს. ამ ეტაპზე 210 ქართულენოვანი რესურსის ანოტირებული ჩანაწერია ელექტრონულ კატალოგში.
პროექტის ფარგლებში:
- შემუშავდა ანოტაციის გზამკვლევი; (ანოტაციის გზამკვლევი)
- პროფესიული განვითარების მიზნით აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები;
- მომზადდა ანოტაციის საცდელი ვერსიები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები;
- ელექტრონულ კატალოგში არსებულ ჩანაწერებს დაემატა ანოტაციები.
ბანერები