ოქსფორდის უნივერსიტეტის სტატიების კრებული დამწყები მკვლევრებისთვის
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოაქვეყნა 28 სტატიისგან შემდგარი სია დამწყები მკვლევრებისათვის. სტატიები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის კვლევის კეთილსინდისიერება, თანამშრომლობა, კვლევის ეთიკა და საუკეთესო პრაქტიკები სამეცნიერო პუბლიკაციების წერისა და გამოცემის პროცესების შესახებ.
აღნიშნული რესურსები საინტერესო ინფორმაციის წყაროა მკვლევრებისთვის კარიერის ადრეულ საფეხურებზე და ასევე, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის.
მოცემული სტატიები და ამონარიდები წარმოდგენილია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის საუკეთესო სამეცნიერო ჟურნალებიდან და წიგნებიდან და მათი წაკითხვა/გადმოწერა 2023 წლის მარტის ჩათვლით უფასოდ არის შესაძლებელი.
სიის სანახავად ეწვიეთ ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებ-გვერდს ბმულზე.