Journal Citation Report – 2016 წლის სამეცნიერო ჟურნალების ანალიზი
Thomson Reuters -ის სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაში (Journal Citation Report) უკვე ხელმისაწვდომია 2016 წლის სამეცნიერო ჟურნალებ
აღნიშნულის სანახავად, გახსენით ბმული, ჩამონათვალში მოძებნეთ ISI Web of Knowledge – Journal Citation Reports, დააკლიკეთ „წვდომა უნივერსიტეტიდან“ ან „წვდომა უნივერსიტეტის მიღმა“, იმის შესაბამისად თუ სად იმყოფებით.
- მას შემდეგ რაც გახსნით ელექტრონულ ბაზას, მარცხენა მხარეს მდებარე მენიუ საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ჟურნალი, მისი დასახელების მითითებით.
- ჟურნალების მოძებნა ასევე შესაძლებელია, ერთი კონკრეტული დარგის, გამომცემლის, ან ქვეყნის მიხედვით.
- მაგალითად, კატეგორიაში ავირჩიოთ ანთროპოლოგია (Anthropology), ხოლო წელში მოვნიშნოთ 2016 , შემდეგ სულ ქვევით დავაკლიკოთ submit
- შედეგად სისტემა გვანახებს ჩამონათვალს, სადაც ჟურნალის დასახელების გასწვრივ შესაბამისი მონაცემებია დატანილი.
- სიის დალაგება შესაძლებელია იმპაქტ-ფაქტორის მიხედვით, როგორც ზრდადობით ასევე კლებადობით. ასევე შესაძლებელია სიის გადმოწერა, ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემული download ფუნქციით.
- ჟურნალის დასახელებაზე დაკლიკებით, შეგვიძლია კონკრეტული ჟურნალის ბიბლიომეტრული მონაცემების დაწვრილებითი ანალიზის ნახვა.
სამეცნიერო ბაზები Web of Science და Journal Citation Report კომპანიისგან Thomson Reuters შეიძინა კომპანიამ Clarivate Analytics.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები წარმატებული და სანდო კვლევების ჩასატარებლად.