ჯგუფური მუშაობის ოთახი
ბიბლიოთეკის ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დარბაზში, 2017 წლის 12 იანვრიდან, უკვე შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა და გამოყენება.
- ვის შეუძლია ჯგუფური მუშაობის ოთახით სარგებლობა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს).
- რამდენ ჯგუფს შეუძლია ოთახით ერთდროულად ისარგებლოს?
ოთახის დაჯავშნა, ერთდროულად, შეუძლია 4 ჯგუფს. შეხვედრის მიზნიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ჯგუფმა დაჯავშნოს ოთახი.
- რა დროით არის შესაძლებელი ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა?
დღის განმავლობაში ოთახით სარგებლობა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი საათით.
- როგორ ხდება ოთახის დაჯავშნა?
ჯგუფური მუშაობის ოთახის გამოყენება შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე. ამისთვის:
I ვარიანტი
- შეგიძლიათ ოთახი დაჯავშნოთ პირადად, ადგილზე მისვლით.
II ვარიანტი
- შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონული ფორმა
- ბიბლიოთეკარი, თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ჯავშნის დადასტურების შესახებ გამოგიგზავნით პასუხს.
მის: ჭავჭავაძის 32, A კორპუსი, მეოთხე სართული