ელექტრონული ბაზა – HeinOnline

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2020 წლის ბოლომდე მკითხველებს სთავაზობს წვდომას ელექტრონულ ბაზაზე – HeinOnline. ის წარმოაჩენს სამართლის განვითარების ისტორიას 1800 დასახელების პერიოდული ჟურნალების საშუალებით; ამასთან ერთად, HeinOnline მოიცავს კონგრესის ჩანაწერებს, ერთა ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებების სერიებს, ფედერალური რეესტრის არქივს 1936 წლიდან და ბევრ სხვა სასარგებლო რესურს მკვლევარებისათვის.
HeinOnline გთავაზობთ დოკუმენტების ბეჭდური ფორმატის ზუსტ გამოსახულებებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ცხრილი, გრაფიკი, სურათი, ხელნაწერები თუ ფოტოსურათები მოცემულია ორიგინალში. ეს მახასიათებლები, გამოსახულებაზე დაფუძნებულ PDF ფორმატის საძიებელთან ერთად, უნიკალურს ხდის ამ ელექტრონულ ბაზას – შეიცავს რა დოკუმენტებს მათი თავდაპირველი მდგომარეობით.