eHRAF World Culture და eHRAF Archaelogy

გაცნობებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ბაზის eHRAF ორი მოდული – eHRAF World Culture და eHRAF Archaeology.
Human Relations Area Files (HRAF) არის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია კულტურული ანთროპოლოგიის სფეროში, რომელიც დაარსდა იელის უნივერსიტეტში 1949 წელს. HRAF-ის მიზანია, წაახალისოს ადამიანის კულტურის, საზოგადოებისა და ქცევის კულტურათაშორისი შესწავლა. HRAF მოიცავს ორ ელექტრონულ სამეცნიერო ბაზას სწავლებისა და კვლევებისათვის, ესენია: eHRAF World Culture და eHRAF Archaelogy.
ბაზის ძირითადი მახასიათებლებია: ეთნოგრაფიულ მონაცემთა ორგანიზება რეგიონის, ქვე-რეგიონისა და კულტურების მიხედვით; ძიების ინსტრუმენტები მოიცავს როგორც მარტივ, ასევე კომპლექსურ ძიებას კულტურის, სათაურის ან თემის მიხედვით. სრულყოფილი მიმოხილვა მოიცავს ისეთ თემებს,როგორიცაა: ეკონომიკა, ისტორია და კულტურული ურთიერთობები, ოჯახი და ნათესაობა, სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რელიგია.
აღნიშნულ ბაზებზე წვდომისთვის ეწვიეთ ბმულს და ჩამონათვალში მოძებნეთ შესაბამისი დასახელება.
სამეცნიერო ბაზების გამოყენება შესაძლებელია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან, ასევე დისტანციურად.
ბაზაზე ერთწლიანი წვდომის უფლება კონკურსის ფარგლებში მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.