დამატებითი ინფორმაცია:
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი მოდებაძის წინამდებარე ნაშრომში საუბარია მესხეთიდან იძულებით გადასახლებული მოსახლეობის რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პრობლემების შესახებ. ნაშრომის დასაწყისში ავტორი მიმოიხილავს მესხური პრობლემის ისტორიულ ასპექტებს, მესხების ისტორიასა და ეთნიკურ კუთვნილებას, გადასახლებულთა შორის ქართველთა ეთნიკური რიცხვის სიმრავლეს და მათ უფლებრივ მდგომარეობას. იგი ყურადღებას უთმობს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა მესხური პრობლემით დაკავებული ორგანიზაციები, ეხება, ასევე, მესხური იდენტობის ცვალებად ხასიათს, მრავალეროვან სამცხე-ჯავახეთში მათი მშვიდობიანი თანაარსებობის პრობლემატურ საკითხს, რეპატრიაცია-რეინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებსა და სახავს მათი გადაჭრის გზებს. გამოცემას ახლავს რუკები, ბიბლიოგრაფია და რეზიუმე. |