დამატებითი ინფორმაცია:
ტომას ჯ. სერჯიოვანი. სკოლის ხელმძღვანელობა: თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გააზრებული გამოყენების პერსპექტივა. 470 გვ. +.
ტეხასის სან-ანტონიოს ტრაინიტის უნივერსიტეტის პროფესორი, ტომას სერჯიოვანი, წლების განმავლობაში ასწავლიდა განათლების სისტემის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და ხელმძღვანელობდა მას. ამ გამოცემაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ხელმძღვანელს სამაგალითო სკოლის შექმნა მორალური ავტორიტეტისა და თეორიული ცოდნის გამოყენებით. გამოცემაში განხილულია ისეთი საკითხები, რომელთა წინაშეც ხშირად დგება სკოლის ხელმძღვანელობა, სკოლის დირექტორების მომზადების პროცესში გამოყენებული სტანდარტები და შეფასებები, სკოლის, როგორც სოციუმის ჩამოყალიბება, ხელმძღვანელის მორალური კრიტერიუმები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ნდობის ფაქტორი ურთიერთობებში, მასწავლებლის გავლენა მოტივაციასა და მოსწავლეთა სწავლის დონეზე, ხელმძღვანელის პრაქტიკული სტრატეგია თანამშრომელთა მიუკერძოებელი ზედამხედველობისა და ინსტრუქტირების თვალსაზრისით, ფასეულობებზე ორიენტირებულ და სტანდარტებზე დაფუძნებულ მიდგომას, სკოლის მიკროსამყაროს კონცეფცია, სკოლის ტრადიციები, მის ფასეულობათა გავლენა სკოლის ბუნებასა და ხასიათზე. ავტორი ყურადღებას აქცევს, ასევე, პასუხისმგებლობათა მართვას და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის არსებულ ურთიერთობათა ფორმირებას მათი ერთი სოციუმის ნაწილად ჩამოყალიბების მიზნით.