![](https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/02/tsiphruli-epigraphika.png)
დამატებითი ინფორმაცია:
დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, SP-19-160. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო დობორჯგინიძე.
წიგნის შესავალ ნაწილში წარმოდგენილია ეპიგრაფიკის, როგორც საისტორიო დარგის, განვითარების გზა. ძირითადი ნაწილი ეთმობაეპიგრაფიკული მასალის ციფრული გამოცემის სტანდარტს, სტანდარტის მიხედვით შესრულებულ პირველ და საუკეთესო კვლევით პროექტებს, მათ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს. ვრცლადაა განხილული სტანდარტის ქართულ მასალაზე მორგების თავისებურებები და „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსის“ ციფრული გამოცემისას მიღებული პრაქტიკულიგადაწყვეტილებები.მესამე ნაწილი წარმოადგენს სტანდარტის განსახორციელებლად შექმნილი ციფრული ხელსაწყოების ანალიზს, რომელიც მნიშვნელოვანწილად წარწერების ტექსტისა და მათი მეტამონაცემების Oxygen ხელსაწყოთი XML ფორმატში EpiDoc სტანდარტის მიხედვით კოდირებას ემყარება.