დამატებითი ინფორმაცია:
განსახილველი გამოცემა წარმოადგენს კრებულს, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილ 8 თემას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვითი განათლების შესახებ. შესაბამისად, თავად წიგნიც 8 თავისაგან შესდგება. მასში მოკლედ არის მიმოხილული შემოქმედებითი აზროვნების ისტორია და მოცემულია რჩევები კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და კრეატიულობის სწავლებისათვის. ავტორები ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტრიქონებს შორის კითხვა, გარემოს ზეგავლენა, სილოგიზმები და მათი ჯაჭვი, მცდარი შთაბეჭდილებები, უსიცოცხლო ინფორმაცია და გააქტიურებული ცოდნა/უვიცობა, აბსტრაქტული რეალობის აღქმა, შემეცნებითი ინსტრუმენტები და მრავალი სხვა. გამოცემა განკუთვნილია მენტალური შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი უნარების შემდგომი განვითარებით დაინტერესებული მკითხველისათვის.