დამატებითი ინფორმაცია:
სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში. 125 გვ.
გამოცემაში მიმოხილულია ქართულ მედიაში, სატელევიზიო ახალ ამბებსა და თოქ-შოუებში, სიუჟეტებსა და სარედაქციო სტატიებში, ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობათა და გენდერული თემატიკის გაშუქება, განსაკუთრებით დისკრიმინაციისა და სიძულვილის კუთხით, მათთან დაკავშირებულ პრობლემათა იდენტიფიკაცია და განხილვა. იდენტიფიცირებულია ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა და საზოგადოების წარმომადგენელთა, სამოქალაქო სექტორის რესპონდენტთა დამოკიდებულება უმცირესობათა მიმართ, მათი მხრიდან ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, სიძულვილის გამოხატვის შემთხვევები და განსაზღვრულია დარღვევათა ტიპოლოგია. ნაშრომში მოცემულია ამ მხრივ განხორციელებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი კვლევის შედეგები და რეკომენდაციები. გამოცემას ერთვის ორი დანართი. პირველ მათგანში, „პროფესიული სტანდარტები“, მოცემულია ამონარიდები მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან, მაუწყებლის შესახებ კანონიდან და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან. მეორე დანართი კი წარმოადგენს სიძულვილთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ტერმინების მოკლე ლექსიკონს.