დამატებითი ინფორმაცია:
გამოცემაში მოცემულია საქართველოს 14 უმაღლეს სასწავლებელში სოციალურ მეცნიერებათა მდგომარეობის კვლევა სკოპუსის მონაცემთა ბაზაზე, გუგლ სქოლართა, გრას ინდექსსა და კითხვარებზე დაყრდნობით, და სტრუქტურული და ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით. ნაშრომში აღნიშნულია, რომ მრავალი რეფორმის მიუხედავად ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სოციალურ მეცნიერებებში კვლევა სუსტად არის განვითარებული და, მიუხედავად მაღალხარისხოვანი კვლევების მზარდი საჭიროებისა, სამეცნიერო მუშაობა მეტად ნელა მიმდინარეობს. ავტორები მიუთითებენ, რომ კვლევის შედეგად მიღებული ახალი ცოდნის გამოყენება დააჩქარებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებას. ნაშრომში წარმოდგენილია სოციალური მეცნიერებების მხრივ კვლევის სიმცირის მიზეზების ანალიზი და შემუშავებულია სტრატეგიული რეკომენდაციები, კერძოდ, გამოცემის დასასრულს მოცემულია საქართველოს რეფორმების ასოციაციის რჩევები როგორც უნივერსიტეტთა ადმინისტრაციის, ისე სახელმწიფოს მიმართ. |