დამატებითი ინფორმაცია:
რობერტ ჯ. ოუენსი, თომას ს. ვალესკი. ორგანიზაციული ქცევა განათლებაში: ლიდერობა და სკოლის რეფორმა. 641 გვ.
ოუენსისა და ვალესკის განსახილველი წიგნი, რომელიც წარმოადგენს ამ გამოცემის მეათე რედაქციას, მიჩნეულია ავტორიტეტულ გამოცემად და სტანდარტულ სახელმძღვანელოდ სკოლის ქმედითი და ორგანიზების თვალსაზრისით ყოველმხრივ განსწავლული ხელმძღვანელების მომზადების საქმეში. გამოცემა მკითხველს ასწავლის, თუ როგორ არის შესაძლებელი სკოლის ქმედითად მართვა, ადამიანთა მოტივირება, კონფლიქტების გადაწყვეტა და დასახული მიზნების მიღწევა. სახელმძღვანელო მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს ადამიანური რესურსის განვითარებას, როგორც ქმედითი ადმინისტრაციული პრაქტიკის საძირკველს, და მიზნად ისახავს, საფუძველი მოამზადოს მომავალ და მოქმედ საგანმანათლებლო ხელმძღვანელთა საორგანიზაციო ქმედების თეორიული ცოდნისა და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის. გამოცემა იძლევა საორგანიზაციო მართვის ყველაზე თანამედროვე მიგნებებსა და ყველაზე ღრმა გამოკვლევას. ავტორები აქეზებენ მკითხველს, განავითარონ და გააანალიზონ სკოლის რეფორმის წარმატებული დანერგვა, და ეხმარებიან, მიაღწიოს პროფესიონალურ გაგებას ორგანიზაციულ თეორიასა და კვლევაში. გამოცემას ერთვის საკითხავი ლიტერატურა მოკლე ანოტაციებით და გამოყენებული ტერმინოლოგიის მოკლე ლექსიკონი ინგლისური შესატყვისებით.