დამატებითი ინფორმაცია:
რიჩარდ გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი, პეტრა ი. სნოუდენი. ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში: მნიშვნელოვანი ცნებები, სიტუაციური სავარჯიშოები და სიმულაციები. 618 გვ.
გამოცემა წარმოადგენს მომავალი და გამოცდილი ხელმძღვანელებისათვის განკუთვნილ ფუნდამენტურ წიგნს, რომელშიც განხილული და გათვალისწინებულია ყოველი ვითარება და გარემოება, რომლის გადაჭრაც მართვისას შეიძლება ხელმძღვანელს მოუხდეს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი სკოლის ხელმძღვანელთათვის არის დაწერილი, მისი გათვალისწინება შეუძლია უმაღლეს სასწავლებელთა, სამხედრო განათლების სასწავლ პროგრამათა და სამთავრობო სამსახურის ხელმძღვანელობასაც. წიგნის პირველი ნაწილი იძლევა მნიშვნელოვან თეორიულ კონცეფციებსა და კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს, რომელთაც შეუძლიათ გააუმჯობესონ მასწავლებელთა მიერ პრობლემათა გადაჭრისა და ლიდერობის ეფექტურობა. წიგნის მეორე ნაწილი შეიცავს რეალობაზე დაფუძნებულ 65 სიტუაციურ მაგალითს, რომლებშიც წარმოჩენილია პრობლემები და მოცემულია მათი გადაჭრის გზები.