დამატებითი ინფორმაცია:
ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, ფილოსოფიის კლასიკოსის, პლატონის (ძვ.წ. 428-347 წწ.) მოძღვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს თეორია იდეალური, სამართლიანი სახელმწიფოს შესახებ. ამ თეორიას ეძღვნება ძვ.წ. 360 წელს დაწერილი განსახილველი ნაშრომი, რომელშიც ეს თემა დაწვრილებით არის დამუშავებული. მასში გადმოცემულია სოკრატესა და მის თანამოსაუბრეთა დიალოგი, უხვად გაჯერებული მაგალითებით, ჩანართებით, დარიგებებით, დამოწმებებით, მითებით, პოლიტიკური და ესთეტიკური დახასიათებებით. ავტორის აზრით, იდეალური სახელმწიფო წარმოადგენს სამართლიანობის გამოხატულებას, რომელიც „იმდენადვე იცავს სახელმწიფოს, რამდენადაც ადამიანის სულს“. თხზულება წარმოადგენს ტრილოგიის პირველ ნაწილს, რომელსაც მოსდევს „ტიმეოსი“ და „კრიტიასი“. გამოყენებული მასალის სიმრავლით, საკითხთა განხილვის სიღრმითა და მრავალფეროვნებით, ვინაიდან იგი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, და უზენაესი კეთილდღეობის ცხოვრებაში განხორციელებისაკენ სწრაფვით, ამ დიალოგს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტორის შემოქმედებაში. |
ვიდეო მასალა: ლევან გიგინეიშვილი – პლატონი
https://www.youtube.com/watch?list=PLE3367066DADBD44F&v=NOZIrrBE6nc