დამატებითი ინფორმაცია:
ფრიდრიხ ნიცშე. ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით.
ფრიდრიხ ნიცშეს (1844-1900 წწ.), გერმანელი მოაზროვნის, ფილოსოფოსის, კომპოზიტორისა და პოეტის განსახილველი ნაშრომი, რომელიც მისი ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარია (დაიწერა 1873 წ.), მის შეხედულებათა ქვაკუთხედად ითვლება. წიგნი წარმოადგენს ობიექტური ჭეშმარიტების სამეცნიერო ხასიათის კვლევას. მასში ავტორი ადამიანის არსებობას შორი მანძილიდან აკვირდება და უარჰყოფს რაიმე უნივერსალური კონსტანტის არსებობას. ავტორის არგუმენტები ასახავს იმ გავლენას, რომლის ქვეშაც ის აღმოჩნდა ბონისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში კლასიკური ფილოლოგიის სწავლისა და ანტიკური და ბიბლიური ტექსტების განხილვისას. მის ნაშრომში შენიშნულია ჯონ ვინკელმანის „ხელოვნების ისტორიისა“ და არტურ შოპენჰაუერის ათეისტური ნაწარმოების „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ გავლენაც, სადაც პირველი ავტორი აქებს ძველ საბერძნეთს, როგორც სიმარტივის, რაციონალური უშფოთველობისა და ხელოვანის ხედვის ნიმუშს, მეორეში კი უარჰყოფს რელიგიურ შეზღუდვებს.