დამატებითი ინფორმაცია:
წმინდა მოციქული პავლე (დაახლ. 5-67 წწ.), თავდაპირველი სახელით სავლე, წარჩინებული თარსელი ებრაელის ოჯახიდან, რომელიც თავდაპირველად სდევნიდა ქრისტიანებს, და უფალ იესო ქრისტეს სასწაულის შემდეგ „პავლედ“ მოინათლა და მოციქულთა თავი გახდა, ავტორია 14 ეპისტოლის, რომლებიც შეტანილია ახალ აღთქმაში. განსახილველი ეპისტოლე მისი პირველი წერილია. იგი დაიწერა კორინთოში, დაახლ. 58-60 წწ. მას პავლე მოციქული კარნახობდა თავის მოსწავლე ტერტიუსს. წერილი წარმოადგენს მოციქულის მოძღვრების შემოკლებულ გადმოცემას და შეიცავს მრავალ, ქრისტიანული ღვთისმეტყველების განვითარებისათვის მნიშვნელოვან დეტალს. წერილის მიზანია რომაელ ქრისტიანთა გამხნევება და მოწოდება რომის გადაქცევისაკენ ქრისტიანობის დასავლეთის ცენტრად. წერილის ავთენტურობა უეჭველია. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა უკვე ადრეულ ქრისტიანთა შორის. მას ახსენებენ და იმოწმებენ კლიმენტი რომაელი, იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ტერტულიანე და მრავალი სხვა ადრეული ხანის მწერალი.