დამატებითი ინფორმაცია:
ნიკოლო მაკიაველი. მთავარი.
იტალიელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე, ნიკოლო მაკიაველი (1469-1527 წწ.), რომელიც ძლიერ სახელმწიფო ძალაუფლებას ქადაგებდა, მომხრე იყო ყველანაირი საშუალების გამოყენებისა ძალაუფლების გასამყარებლად. ამის შესახებ იგი წერდა ნაშრომში „მთავარი“, რომელშიც ვრცლად არის გადმოცემული მისი პოლიტიკური შეხედულებები. ნაშრომი დაიწერა 1513 წ., ხოლო პირველად გამოქვეყნდა 1532 წ., ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ. ნაშრომში, რომელიც დაიწერა პოლიტიკური ლიდერის სახელმძღვანელოდ, დაწვრილებით არის ჩამოყალიბებული ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და შენარჩუნების ხერხები სხვადასხვა ვითარებაში, მონარქიასა თუ რესპუბლიკური მმართველობის დროს, აღწერილია სახელმწიფოს სათავეში მოსვლის ისეთი ვარიანტები, როგორიცაა იღბალი, ღირსება, ვერაგობა ან დანაშაული, ასევე, მოსახლეობის ჯგუფის, ხალხის ან ელიტის, არჩევანი, ამასთან ერთად კი განხილულია მმართველობის მეთოდები და იდეალური მმართველისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. წიგნი წარმოადგენს თავისი დროის ფუნდამენტურ ნაშრომს სახელმწიფოსა და მისი მართვის შესახებ არსებულ ცნობათა სისტემატიზაციას, რომელში აღწერილი პრინციპებიც ახლაც აქტუალურია. წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა მრავალი პოლიტიკური მოღვაწის ჩამოყალიბებაზე. ცნობილია, რომ მას გამუდმებით კითხულობდნენ სტალინი და ნაპოლეონ ბონაპარტე.
ვიდეო მასალა: ნიკოლო მაკიაველი – დისკუსია
https://www.youtube.com/watch?list=PL571797CE27F7C740&v=tSVNZ4y8nK0