დამატებითი ინფორმაცია:
გამოცემის ავტორები არიან ნილ კემპბელი (Neil A. Campbell) (1946-2004 წწ.), ბიოლოგიის, ზოოლოგიისა და მცენარეთა, განსაკუთრებით კი უდაბნოსა და ზღვისპირა მცენარეთა მკვლევარი, აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც სწორედ ამ, ბიოლოგიის მე-7-ე გამოცემის რედაქტირების დასრულების შემდეგ გარდაიცვალა გულის შეტევით, და ჯეინ რისი (Jane B. Reece) (დაბ. 1944 წ.), ამერიკელი მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, მიკრობიოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის მკვლევარი, აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი.
განსახილველი გამოცემა ითვლება ბიოლოგიის ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ მსოფლიოში და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებელთა ბიოლოგიური ფაკულტეტების პირველკურსელთა სამაგიდო წიგნად როგორც ზოგად და მოლეკულარულ ბიოლოგიაში, ისე ბიოლოგიის ყველა დარგში. წიგნი 8 ნაწილისა და 55 თავისაგან შესდგება. მათში განხილულია ბიოლოგიის ყველა საკითხი ციტოლოგიიდან და გენეტიკიდან ევოლუციისა და ეკოლოგიის ჩათვლით, კერძოდ, ცოცხალი ორგანიზმები, უჯრედი, გენეტიკა, ევოლუციის მექანიზმები, ბიოლოგიური მრავალფეროვნების ევოლუციის თეორია, მცენარისა და ცხოველის ფორმა და ფუნქცია, და ეკოლოგია. თითოეულ თავს ერთვის კითხვები, რომელთა მეშვეობითაც მკითხველს ეძლევა მიღებული ცოდნის შემოწმების შესაძლებლობა.
წიგნი უხვად არის ილუსტრირებული.
გამოცემა განკუთვნილია ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ბიოლოგიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.